LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოროავირუსის ვაქცინა შესაძლოა შემოდგომაზე იყოს მზად – ოქსფორდელი მეცნიერები

7234
TELEMMGLPICT000002323700-trans-NvBQzQNjv4Bq-015gmpDOnvmuD2JZwtaroGN82jz-WlOy8-qPMFXwBc

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის აზრით, შეუძლებელი სულაც არ არის რომ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად უკვე შემოდგომაზე იყოს, ამის შესახებ ,,ტელეგრაფი” წერს.

მოვლენების საუკეთესო სცენარით განვითარების შემთხვევაში შესაძლებელია ვაქცინა იმაზე მოკლე დროში დამზადდეს, ვიდრე ამას თავიდან ვარაუდობდნენ.

ოქსფორდის კვლევაში, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის ჯენერის ინსტიტუტი და ოქსფორდის კლინიკური კვლევების გუნდი თანამშრომლობენ, მონაწილეობას 18-დან 55 წლამდე ასაკის 500-ზე მეტი მოხალისე იღებს. საცდელ ვაქცინას ისინი აპრილის განმავლობაში მიიღებენ.

კითხვაზე, თუ როდისთვის შეიძლება ვაქცინა მზად იყოს, თუ გამოცდა წარმატებით ჩაივლის, მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ეს შესაძლოა 2020 წლის შემოდგომაზე მოხდეს.

,,იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინა გამოცდის მესამე ფაზას წარმატებით გავლის, ვფიქრობთ შემოდგომაზე ჩვენ უკვე გვეცოდინება ეს და თუკი ახლა ვიპოვით შესაბამის დაფინანსებას, შემოდგომაზევე შეგვეძლება მისი დიდი რაოდენობით წარმოება. თუმცა ბუნებრივია ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები საუკეთესო სცენარით განვითარდება” – განუცხადეს ინგლისურ მედიას ოქსფორდელმა მკვლევარებმა.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერების თქმით, კოვიდ-19-ის ვაქცინაზე მომუიშავეები დიდი გამოწვევის წინაშე არიან, რადგან თუკი ვირუსის გავრცელება პიკს იქამდე მიაღწევს, ვიდრე ვაქცინა გამოსაცდელად მზად იქნება, ეს პროცესებს შეაფერხებს.

ვირუსის ფართოდ გავრცელების პირობებში სულ უფრო გართულდება ისეთი ადამიანების პოვნა, ვინც ინფიცირებული არასდროს ყოფილა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ რაც უფრო დიდი დრო გავა, ვირუსისგან უფრო მეტი ადამიანი გამჯანმრთელდება, კიდევ უფრო რთული იქნება ისეთი ადამინების პოვნა, ვისაც ვირუსისადმი იმუნიტეტი არ აქვს და არც ინფიცირებული ყოფილა.შესაბამისად რთული იქნება ისეთი ადამიანების პოვნა, ვინც ვაქცინის გამოცდაში მონაწილეობის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.

მიმდინარე კვლევაში მონაწილე მოხალისეები მკვლევართა დაკვირვების ქვეშ დაახლოებით 6 თვე იქნებიან.

მკვლევართა ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ამ ეტაპზე დაფინანსების წყაროს ეძებენ, რათა წარმატების შემთხვევაში ვაქცინის მასიური წარმოება დაიწყოს.

 

ბილ გეითსი კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად მილიარდობით დოლარს დახარჯავს

კვლევა: ქვეყნებში, სადაც ტუბერკულოზის (ბცჟ BCG) აცრა სავალდებულოა, COVID-19-ით სიკვდილიანობის სტატიტიკა დაბალია

ბცჟ-ს აცრა შეიძლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინად იქცეს – ,,ბლუმბერგი”

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები