LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსი ლამბერსექსუალიზმს ბოლოს მოუღებს?

332
pjimage

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ კორონავირუსი საქართველოში ლამბერსექსუალიზმის დასასრულის მიზეზი გახდება.

მისი თქმით, მთავარია, სათქმელი ბოლომდე ითქვას, დანარჩენი კი დროის საკითხია.

„ლამბერსექსუალიზმის დასარული საქართველოში!

კოვზების, ვირუსიანობის დროს ხატებზე კოცნის შეზღუდვის ამბავი, თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივა ადრე თუ გვიან (ასე მომხდარა სხვაგან). მთავარია, სათქმელი დროულად ითქვას, დანარჩენი კი დროის საკითხია.

როგორც ჩანს, უდროო დროს წამოვწიე ამ რამდენიმე წლის წინათ ქართველი ვაჟკაცების თალიბანიზაციის მეტად სარისკო საკითხი. სარისკო იმიტომ, რომ არ გინდა ამდენი ამომრჩევლის გადამტერება?! მამაკაცების ნახევარზე მეტი ხომ წვეროსნები არიან ჩვენთან?

თუ ახსოვს ვინმეს, გაწვერიანების შესახებ ჩემი პირველი ( და არა ერთადერთი) პოსტი? საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა თბილისში 0:2 რომ წააგო ლიტვასთან? მაშინ ჩვენი გუნდის ძირითადი შემადგენლობის 11 და ყველა სათადარიგო მოთამაშე წვეროსანი იყო, ყველა ლიტველი კი პირტიტველი?:))

ჰოდა, დადგა ჩემი დროც: კორონავირუსი წვერიანებს უფრო ეტანებაო, წვერს იგივე ეფექტი აქვს ვირუსების მოზიდვაში, როგორიც პირბადესო. ეს უკანასკნელი მოხმარებიდან რამდენიმე საათის შემდეგ უნდა ჩააგდო დახურულ ყუთშიო, წვერი კი სად უნდა ”ჩააგდო”, ამაზე ვირუსოლოგიას ჯერ არა აქვს პასუხიო.

კორონა ბოლოს მოუღებს ლამბერსექსუალიზმს:))

ისე, ვეჭვობ, წვეროსანთა უმეტესობას ამ მოდის შესახებ რაიმე სმენოდეთ“, – წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g