კორონავირუსი თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს ანა თოფურიასაც დაუდასტურდა.
ანა თოფურიას რაიმე გამოკვეთილი სიმპტომი არ აწუხებს და ისიც შინ მკურნალობს.
“რაც შეეხება თენგიზ ცერცვაძეს, მას გუშინ ხველა, ყელის ტკივილი და სხეულის ტემპერატურა 37.8 გრადუსი აღენიშნებოდა. ამ დროისთვის თენგიზ ცერცვაძეს იგივე სიმპტომები აქვს, თუმცა სხეულის ტემპერატურა შედარებით დაბალია. თენგიზ ცერცვაძე და ანა თოფურია სახლის პირობებში შესაბამისი დადგენილი გაიდლაინის და პროტოკოლის მიხედვით მკურნალობენ” – აცხადებენ ინფექციურ კლინიკაში.
თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
