მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო 102 პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობენ, ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 8 პოტენციური ვაქცინა კლინიკური ცდებისთვის უკვე დამტკიცებულია.
მათგან ოთხი – ჩინეთში, ერთი – დიდ ბრიტანეთში, ერთი – აშშ-ში და ერთზეც ევროპულ ქვეყნებში ერთობლივად მუშაობენ.
მერვე ახალდამტკიცებული პოტენციური ვაქცინაც ჩინურია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დაწყებულია თუ არა მასზე კლინიკური ცდები.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა პირველმა ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა 16 მარტს დაიწყო, მას მოჰყვა ვაქციის კლინიკური გამოცდა დიდ ბრიტანეთში.
ექიმების ინფორმაციით, კლინიკურ ცდების შედეგების გაგებას 6-8 თვე სჭირდება.