დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ ქვეყანაში უკვე დაიწყო ბრიტანული შტამის გავრცელება და დაფიქსირებული შემთხვევების, 50%-დან 70%-მდე კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამია.
ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
“საუბარია, რომ 50%-დან 70%-მდე ცირკულირებს ქვეყანაში, ისევე როგორც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ბრიტანული შტამი,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კოვიდსტატისტიკა კვლავ მზარდია.
ბოლო 24 საათში, ვირუსით ინფიცირების 707 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსისგან ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 8 ადამიანი.
კოვიდინფექცია დაამარცხა 592-მა პაციენტმა.
საქართველოში კორონავირუსის 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართელოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.85 %-ია