LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის გავრცელებამ გაართულა ქართველი ხალხის ყოფა – სავალუტო ფონდი

69
fuli-1

ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემურმა გავრცელებამ გაართულა ქართველი ხალხის ყოფა და გააუარესა საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდში აცხადებენ. ფონდი ოფიციალურ პრესრელიზს ავრცელებს.

„საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ღონისძიებებს, რაც შეარბილებს ამ შოკის გავლენას მოსახლეობაზე და ეკონომიკაზე. სსფ აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის ხელისუფლებასთან, მიმდინარე პროგრამის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში დამატებითი ფინანსური რესურსის მისაწოდებლად, რაც საჭიროა ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ეკონომიკის და ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. შოკის გავლენის შესუსტებასთან ერთად, სსფ-ს დაფინანსება სხვა დონორების დაფინანსების წამახალისებელიც გახდება“, – აცხადებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g