LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის მკვეთრად გავრცელება მიმდინარეობს და ამის შეჩერება ფაქტობრივად წარმოუდგენელია

113
eka karkashadze

ეპიდემიოლოგების განმარტებით, კორონავირუსის გავრცელება ზამთრის სეზონზე კიდევ უფრო მოიმატებს. მათ შორის არის საქართველოც. ვირუსის გავრცელების შენელების საკითხებსა და რეკომენდაციებზე ექიმმა ეპიდემიოლოგმა ეკა ქარქაშაძემ ”ევრონიუს ჯორჯიას” დილის ეთერში ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ კორონავირუსის მკვეთრად გავრცელება მიმდინარეობს და ამის შეჩერება ფაქტობრივად წარმოუდგენელია იმ რეალობაში, როდესაც არც ეფექტიანი და არც არაეფექტიანი ვაქცინა არ გვაქვს.

ქარქაშაძემ ასევე, პირბადის სწორად ტარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:
”სამედიცინო პირბადის ტარება აუცილებელია. ოღონდ, არა დეკორატიული, არამედ აფთიაქებში ნაყიდი. ძალიან მნიშვნელოვანია, მისი სწორი გამოყენება. ის მჭიდროდ უნდა იყოს მორგებული ცხვირზეც და ნიკაპზეც. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ეფექტიანობა იკლებს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები