ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ტედროს ადანომ გებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი რჩება საშიშ ვირუსად, განსაკუთრებით მათთვის, ვინც არ არის ვაქცინირებული.
მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები მძიმე დაავადებისა და სიკვდილის პრევენციის კუთხით ძალიან ეფექტურ საშუალებად რჩება, ისინი სრულად ვერ აფერხებენ გადაცემას.
„მოდით გარკვევით ვთქვათ: მიუხედავად იმისა, რომ “ომიკრონი“ ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, ვიდრე „დელტა“, ის რჩება საშიშ ვირუსად, განსაკუთრებით მათთვის, ვინც არ არის ვაქცინირებული.
თითქმის 50 000 გარდაცვალება კვირაში, ძალიან ბევრია. ვირუსთან ერთად ცხოვრება არ ნიშნავს, დავუშვათ, რომ სიკვდილიანობის ეს მაჩვენებელი მისაღები იყოს. ვირუსს თავისუფლად გავრცელების საშუალება არ უნდა მივცეთ და თეთრი დროშა არ უნდა ვუფრიალოთ, როცა მსოფლიოში ამდენი ადამიანია არავაქცინირებული.
მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები მძიმე დაავადებისა და სიკვდილის პრევენციის კუთხით ძალიან ეფექტურ საშუალებად რჩება, ისინი სრულად ვერ აფერხებენ გადაცემას. მეტი გადაცემა ნიშნავს მეტ ჰოსპიტალიზაციას, მეტ სიკვდილს და სხვა ვარიანტის გაჩენის მეტ რისკს, რომელიც კიდევ უფრო გადამდები და მომაკვდინებელია ვიდრე „ომიკრონი“,“- აღნიშნა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.