ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ბოლო შვიდი კვირის მანძილზე მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები ზრდას შეუჩერებლად განაგრძობს.
მისივე თქმით, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გლობალურად იზრდება მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა უკვე გაიკეთა 780 მილიონზე მეტმა ადამიანმა.
„იანვარსა და თებერვალში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები 6 კვირის მანძილზე მცირდებოდა. ახლა კი, უკვე მეშვიდე კვირაა ინფიცირებულთა რიცხვი შეუჩერებლად იზრდება. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, უკვე ოთხი კვირაა მსხვერპლთა რიცხვიც მუდმივად იზრდება.
ჩვენც გვსურს ვიხილოთ საზოგადოებებისა და ეკონომიკების გახსნა, მოგზაურობისა და ვაჭრობის განახლება. მაგრამ ახლა, ბევრ ქვეყანაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებები ივსება და ხალხი კვდება და ამის თავიდან აცილება შესაძლებელია. კორონავირუსის პანდემია შორსაა დასრულებისგან, თუმცა ოპტიმიზმის უამრავი მიზეზი გვაქვს. წლის პირველი ორი თვის განმავლობაში შემთხვევებისა და სიკვდილიანობის შემცირებამ ცხადყო, რომ ამ ვირუსის და მისი ვარიანტების შეჩერება შეიძლება.
კოვიდ-19“ არ არის გრიპი. სპეციალისტები ჯერ სათანადოდ ვერ ხვდებიან ინფექციის გრძელვადიან შედეგებს. ბევრი ყოფილი პაციენტი იუწყება, რომ მათ აღენიშნებათ სისუსტე, გონების დაკარგვა, უძილობა და დეპრესია“, – განაცხადა გებრეიესუსმა”, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის 136 მილიონი შემთხვევა ფიქსრდება, ვირუსს 2.95 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.