LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის პირველი შემთხვევა პოლონეთშიც დაფიქსირდა

191
596

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა პოლონეთშიც დაფიქსირდა. ამის შესახებ პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ლუკაშ შუმოვსკიმ განაცხადა. მისი თქმით, “კოვიდ 19”-ით ინფიცირებული მამაკაცი ზიელონა-გორაში, საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც Reuters წერს, ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ პირებს გაცდენილი სამუშაო დღეები აუნაზღაურდებათ: როგორ მოხდება ანაზღაურება?

საავადმყოფო ფურცელს, რომელიც პაციენტის შესაბამის ჯანმრთელობის მდგომარეობას დაადასტურებს, სამინისტრო გასცემს. 

უახლესი მონაცემებით, კორონავირუსი უკვე 80-მდე ქვეყანაში გავრცელდა. მსოფლიოში ვირუსით დაინციფირებულთა რიცხვი 91 000-მდე გაიზარდა. “კოვიდ 19”-ს  3 200 ადამიანის სიცოცხლე ემსხევრპლა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი – 50 944-ია.

ვირუსი ჩინეთიდან გავრცელდა. აქ გარდაცვლილთა რაოდენობამ 38-ს მიაღწია, დაინფიცირდა 119, 2652 მოქალაქე კი საავდყოფოდან გაწერეს.

მსოფლიო ბანკი კორონავირუსთან საბრძოლველად 12 მილიარდ დოლარს გამოყოფს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g