LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის ვაქცინა ჯო ბაიდენმა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

77
Joe Biden

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ, ჯილ ბაიდენმა, Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს.

არჩეული პრეზიდენტის ვაქცინის ინექცია პირდაპირ ეთერში აჩვენეს.

ბაიდენის განცხადებით, პირდაპირ ეთერში ვაქცინის გაკეთების მიზეზი, ადამიანების შემზადებაა, რომ როგორც კი მათთვის ხელმისაწვდომი იქნება, მზად იყონ ვაქცინაციისთვის.

“სანერივულო არაფერია” – აღნიშნავს ბაიდენი.

 

ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი მიზანია, ინაუგურაციიდან 100 დღის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ 100 მილიონი ადამიანი აიცრას.

ცნობისათვის, პანდემიის დაწყების დროიდან აშშ-ში კოვიდ 19-ით ინფიცირების 18 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაიღუპა 319 000-მდე ადამიანი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g