საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 409 პირი.
დღეს გამოვლენილი 3 697 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
თბილისში გამოვლენილია 1 256 შემთხვევა,
აჭარაში – 664,
იმერეთში – 538,
ქვემო ქართლში – 243,
შიდა ქართლში – 175,
გურიაში – 127,
სამეგრელო – ზემო სვანეთში – 304,
კახეთში – 238,
მცხეთა-მთიანეთში – 91,
სამცხე-ჯავახეთში – 55,
რაჭა-ლეჩხუსა და ქვემო სვანეთში – 6.
მორიგი ანტირეკორდი: კორონავირუსის 3 697 ახალი შემთხვევა
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 336. 5 833 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 377 პირი, მათ შორის, თბილისში – 173, აჭარაში – 115, იმერეთში – 37. 3 518 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 679 – აჭარაში, 1 203 – თბილისში, ხოლო 322 – იმერეთში.
8 985 პირი მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 186 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 399, აჭარაში -1 133, ხოლო იმერეთში – 32.
სულ 6 ოქტომბრიდან – 18 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 16 296 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 49 047 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 10 765 პირი, აჭარაში – 18 066, იმერეთში – 5 236″, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.