ახალი კოვიდინფექცია ბოლო 24 საათში კიდევ 1 643-მა ადამიანმა დაამარცხა.
ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 234 636-ია.
ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში რჩება 460 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 3 670 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი კი 634-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.