ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 3 740 ადამიანი განიკურნა.
ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 188 408-ია.
ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში რჩება 470 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 6 358 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი კი 1 671-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.