ახალი კოვიდინფექცია ბოლო 24 საათში კიდევ 748-მა ადამიანმა დაამარცხა.
ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 228 359-ია.
ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში რჩება 469 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 3 780 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 638-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.