ჩჟანი ერთადერთი პაციენტი იყო ტიბეტში, რომელსაც ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდა. პაციენტი ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ სრულიად გამოჯანმრთელდა. დღეს ჩჟანი კლინიკიდან საზეიმო ვითარებაში გააცილეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინური გამოცემა ავრცელებს. მათი ცნობით, პაციენტი სრულიად ჯანმრთელია და არ არსებობს საშიშროება, რომ მისგან მოხდეს სხვა ადამიანების ინფიცირება. მედიის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი დაუბრუნდა ოჯახს.
1113 გარდაცვლილი და 43 ათასზე მეტი დაავადებული: კორონავირუსის ბოლო მონაცემები
გამოჯანმრთელებული პაციენტი მკურნალმა ექიმმა ყვავილებით გააცილა.