საქართველოში კოვიდ 19-გან განკურნებული კიდევ სამი პაციენტია. მონაცემები კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ სპეციალურ ვეგვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა და 36-ის ნაცვლად ახლა უკვე 39 გამოჯანმრთელებული პაციენტია.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამში - 188
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პაციენტები ბათუმის კლინიკაში მკურნალობდნენ.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მათ პირველი ტესტი გუშინ გაიარეს და ვირუსზე პასუხი უარყოფითი იყო. დღეს მათ კვლევა განმეორებით ჩაუტარდათ და მეორე ტესტმაც იგივე შედეგი აჩვენა.
ამავე გვერდი მიხედვით, დილის შემდეგ, ჯერჯერობით არ გაზრდილა დაინფიცირებულთა რიცხვი, ქვეყანაში კვლავ 188 მოქალაქეა, რომლებსაც კოვიდ 19 დაუდგინდათ.
შეგახსენებთ, დღეს ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაზე ისაუბრეს საკოორდინაციო საბჭოზეც და ამ ფონზე, სახლში მკურნალობის მეთოდის დანერგვა გადაწყვიტეს. როგორც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, ეს პროცესი ეტაპობრივად დაიწყება.