LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით დაინფიცირებული 100 წლის კაცი გამოჯანმრთელდა

3167
BeFunky-collage (1)

უხანში, 98 წლის პაციენტის გამოჯანმრთელების შემდეგ, უცხოური მედია კიდევ ერთი უნიკალური შემთხვევის შესახებ წერს.

CNN-ის ცნობით, ჩინეთში 100 წლის კაცი, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების დიაგნოზი ჰქონდა დასმული, განიკურნა და საავადმყოფოდან გაწერეს.

ის  ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირებული ყველაზე ასაკოვანი პაციენტი იყო. კორონავირუსის გარდა, მის მდგომარეობას სხვა თანმხლები დაავადებები – ალცჰაიმერი, ჰიპერტენზია და გულის შეტევა ამძიმებდა.

მნიშვნელოვანი დეტალები კორონავირუსის შესახებ: “ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით”

კორონავირუსისგან განკურნებული კაცი 1920 წლის თებერვალშია დაბადებული და მან 100 წლის იუბილე ცოტა ხნის წინ აღნიშნა.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი უკვე 106 ათას გადასცდა. ვირუსმა 3594 ადამიანი იმსხვერპლა. დაინფიცირების დინამიკა იკლებს ეპიდაფეთქების ცენტრში, ჩინეთში, თუმცა დაავადების შემთხვევები იზრდება ევროპაში.

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული პირების მდგომარეობა – ინფექციური საავადმყოფოს განცხადება

კორონავირუსით 13 ინფიცირებული და 141 პირი კარანტინში – ასეთია მონაცემები საქართველოში. ქვეყანაში ვირუსის შიდა გავრცელების ფაქტი დაფიქსირებული არ არის.ყველა ახალი შემთხვევა იტალიიდან ჩამოსულ პირებს უკავშირდება.

საჩხერის საავადმყოფოში მოთავსებულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა - ის ერთ-ერთია 13 ინფიცირებულიდან

პაციენტი საზღვარგარეთ არ ყოფილა და მას კონტაქტი ჰქონდა იტალიის მოქალაქესთან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g