LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული პირების მდგომარეობა – ინფექციური საავადმყოფოს განცხადება

522
BeFunky-collage (1)

კორონავირუსით 13 ინფიცირებული და 141 პირი კარანტინში – ასეთია მონაცემები ქვეყნის მასშტაბით. საქართველოში ვირუსის შიდა გავრცელების ფაქტი დაფიქსირებული არ არის.ყველა ახალი შემთხვევა იტალიიდან ჩამოსულ პირებს უკავშირდება.

ბოლო დადასტურებული შემთხვევა ახალგაზრდა ქალია, რომელსაც ვირუსი მსუბუქი ფორმით აღენიშნება – ხველა და ტემპერატურა მცირედით აქვს მომატებული.

ქალბატონს იტალიიდან ჩამოსულ ერთ-ერთ დაინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.

რაც შეეხება 44 წლის მამაკაცს, შედარებით რთული მდგომარეობის მიუხედავად, ექიმები ამბობენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მედიკოსები, პირველი დაინფიცირებულის გამოჯანმრთელებას დაახლოებით, ერთ კვირაში ვარაუდობენ.

ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 39 პაციენტი განაგრძობს, რომელთაგან 23-ზე ვირუსზე ტესტირების შემდეგ უარყოფითი პასუხი მიიღეს.

მნიშვნელოვანი დეტალები კორონავირუსის შესახებ: "ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით"

"შევეცადე შემეჯამებინა მნიშვნელოვანი დეტალები რაზეც იმდენად არ გამახვილდა ყურადღება. მხოლოდ სანდო წყაროებზე დაყრდნობით, ვისაც დაგაინტერესებთ"

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 8 მარტს დილით კორონავირუსზე ტესტირება 9 პაციენტს ჩაუტარდება და მათი სინჯები ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება.

რაც შეეხება ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პირებს. მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. კლინიკის ექიმის ინფორმაციით, სამ პაციენტზე ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხები უკვე მიიღეს და ყველა მათგანი უარყოფითია.

ამ ეტაპზე საქართველოში 13 შემთხვევაა დადასტურებული. რაც შეეხება მსოფლიო სტატისტიკას – ვირუსს 3 594 ადამიანი ემსხვერპლა. უკვე განიკურნა და საავადმყოფოებიდან გაწერეს 59 963 პირი.

იტალიაში 16 მილიონი ადამიანი სავალდებულო კარანტინში იმყოფება

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g