იტალიის პრემიერის, ჯუზეპე კონტეს განცხადებით, ლომბარდიის რეგიონსა და 14 პროვინციაში, 16 მილიონი ადამიანი სავალდებულო კარანტინში იმყოფება.
BBC-ის ინფორმაციით, კარანტინი 3 აპრილამდე გაგრძელდება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში დახურულია მუზეუმები, სპორტული დარბაზები და სათხილამურო კურორტები. ასევე გაუქმებულია საქორწილო და დაკრძალვის ცერემონიებიც.
საქართველოში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრებისთვის 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო გახდა
იტალიაში კორონავირუსს უკვე 230 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 200 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა რაოდენობა 6 ათასს აღწევს.
მნიშვნელოვანი დეტალები კორონავირუსის შესახებ: "ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით"
"შევეცადე შემეჯამებინა მნიშვნელოვანი დეტალები რაზეც იმდენად არ გამახვილდა ყურადღება. მხოლოდ სანდო წყაროებზე დაყრდნობით, ვისაც დაგაინტერესებთ"