LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრებისთვის 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო გახდა

2141
16c2342f9b9f43c6a36d0e46ebe75b16-18

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით  “კოვიდ-19”-ის გავრცელების კუთხით,  მაღალი რისკის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული პირებისთვის 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო გახდა. წესი ვრცელდება, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, თუ მათ არ აქვთ შემოწმების სპეციალური ცნობა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ქვეყნებად ამ დროისათვის მიიჩნევა: ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იტალია.

დღევანდელ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე გადაწყდა, რომ საქართველოს საზღვრის კვეთისას გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს, როგორც საქართველოს ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა.

საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა; ან საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების PCR ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში – სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ” – ნათქვამია საბჭოს კიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა (ვიდეო)

საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში მოგზაურობისგან.

 

magti 5g