LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანი დეტალები კორონავირუსის შესახებ: “ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით”

38706
BeFunky-collage (1)

ქართველი ექიმი, ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტი ჰოპკინსის უნივესიტეტში, მამუკა მაჩაიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან დეტალს თავს უყრის.

გთავაზობთ, მის სტატუსს უცვლელად:

400-ზე მეტი სტატია დაიბეჭდა ახალ კორონავირუსზე, ზღვა (დეზ)ინფორმაციაა და ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. მოკლედ შევეცადე შემეჯამებინა მნიშვნელოვანი დეტალები რაზეც იმდენად არ გამახვილდა ყურადღება. მხოლოდ სანდო წყაროებზე დაყრდნობით, ვისაც დაგაინტერესებთ:

სავარაუდო მექანიზმი დადგენილია – ვირუსს აქვს მაღალი აფინურობა ცილისადმი (ACE2) რომელიც დიდი რაოდენობით ფილტვის და გულის ქსოვილშია გამოხატული. https://bit.ly/39yQpsH ჰიპოთეზაა (დაუდასტურებელი), რომ დაინფიცირების შემთხვევაში ACE ინჰიბიტორი (წნევის და გულის უკმარისობის წამალი) უნდა შეჩერდეს https://go.nature.com/2IvEgsG
ახალი, ყველაზე დალაგებული და დიდი კვლევის მიხედვით, ინკუბაციური პერიოდი ბევრად უფრო მცირეა ვიდრე გვეგონა, საშუალოდ 4 დღე (არა 10-14), მაგრამ ერთეულ შემთხვევებში დაფიქსირდა 24 დღეც და 1 დღეც, ამიტომ 14 დღიანი კარანტინი იდეალური არ არის, თუმცა ასეთია ამჟამინდელი რეცომენდაცია. https://bit.ly/2Tuhis1
ახალი კორონავირუსი დიდი რაოდენობით გამოიყოფა განავალში და დიდი ალბათობით გადაეცემა არა მხოლოდ ჰაერწვეთოვანი გზით, არამედ ფომიტებით (საყოფაცხოვრებო ნივთებით), ამიტომაც არის ხელების დაბანა ასეთი მნიშვნელოვანი!! https://bit.ly/2VUKIkS
ასიმპტომური გადაცემა ნამდვილად ხდება, ამავე დროს ცხელება ყველაზე დიდ კვლევაში მხოლოდ პაციენტების 41% დაუფიქსირდა, 80% საერთოდ უსიმპტომოა ან უმნიშვნელო სიმპტომები აღენიშნება, ამიტომაც ვირუსი ყოველთვის 2 ნაბიჯით წინ არის და იქნება. ასევე, როგორც ჩანს, გრიპივით სეზონურობა არ ახასიათბს და დათბობასთან ერთად არ შემცირდება https://bit.ly/2Tuhis1
სიკვდილიანობის მაჩვენებელი (CFR) თუ გავასაშუალოებთ ყველა ქვეყნის მონაცემებს არის 0.3-3.4% (ესეც კი გრიპის ვირუსის მონაცემებს აჭარბებს), თუმცა თუ ასაკობრივ ჯგუფებს შევხედავთ 65 წელს ზემოთ, დაავადების სიმძიმეც და სიკვდილიანობაც 10-14%-მდე აღწევს; ამიტომაც ჩვენ ასაკოვან ბებიაბაბუებზე და მშობლებზე უნდა ვიფიქროთ როდესაც თვითიზოლაციაზე ვსაუბრობთ. https://bit.ly/2IyWUzz
ჰოპკინსის უნივესიტეტში, რომელიც ერთერთ წამყვან ინფექციურ პროგრამად ითვლება ქვეყანაში, მხოლოდ ახლა ვიღებთ სატესტო მასალას (პრობებს), ყველა ანალიზს ატლანტაში, CDC-ში ვაგზავნით და 7 დღემდე ველოდებით პასუხს, როდესაც თბილისში რამდენიმე საათშია შესაძლებელი დაავადების დადგენა ან გამორიცხვა, ამიტომ ყველა მოქალაქე ლუგარის ლაბორატორიას და შეერთებულ შტატებს მადლობას უნდა ვუხდიდეთ
ამჟამინდელი რეკომენდაცია (CDC) ჯერ კიდევ N95 ნიღაბია, თუმცა დიდი ალბათობით ეს რეკომენდაციაც შეიცვლება, რადგან არავის დაუმტკიცებია რომ ჩვეულებრივ (ქირურგიულ) ნიღაბზე უფრო მეტად იცავს გადაცემისგან. რაც შეეხება ჰოსპიტლის პერსონალს, ნიღაბი, თვალების საფარი, ორმაგი ხელთათმანი და მანტიაა რეკომენდებული https://bit.ly/330IbqL
ახალი პრეპარატი, რემდესივირი, გამოიგონეს ებოლასთვის, კალიტრა (Lopinavi/Ritonavir) კი აივ ინფექციისთვის. რემდესივირის მესამე ფაზის კვლევა დაიწყო ნებრასკაში და ჩინეთში, თუმცა ჯერ არ ვიცით რამდენად იმუშავებს და, თუ იმუშავებს, ფართო მასებამდე როდის მიაღწევს. https://bit.ly/2PU5NIn
ვაქცინა ჯერ არ გვაქვს! პირველი კანდიდატი ვაქცინის ცდა (პირველი ფაზა) მხოლოდ მარტში დაიწყო და ასევე დიდი ხანი დაჭირდება სანამ ფართოდ გავრცელდება. (ყველაზე ცოტა 1 წლიდან 18 თვემდე დაჭირდება) https://bit.ly/38wzTb9
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სოციალური დისტანცირება სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი ხდება პანდემისს პირობებში.
მოდელირებულ კვლევებში მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება, სასწავლებლების და იმ სამუშაო ადგილების დახურვა სადაც ვირუსი დაფიქსირდება, გადაცემის რისკს 60% შეამცირებს
მოკლედ ეკონომიკას და პანდემიას ერთად ვერ გააკონტროლებს ვერცერთი სახელმწიფო; ეს ინფექციის ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი, პერსონალური გადაწყვეტილებები მთავრობის მიერ მიღებულ ნებისმიერ ზომაზე უფრო მეტად მოახდენს ეპიდემიაზე გავლენას https://bit.ly/2IyWUzz
ბოლოს, მადლობა ყველას, განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალს, ვინც თავდაუზოგავად შრომობს პაციენტებისთვის. გუშინ პირველად დამიძახეს შესაძლო შემთხვევის სანახავად და ვიცი, რა შეგრძნება აქვს ექიმს, რომელიც საიზოლაციო ოთახში შედის..”
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g