LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის მეცამეტე შემთხვევა დაფიქსირდა

1693
unnamed

საქართველოში კორონავირუსის მე-13 შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ავრცელებს:

„50 პაციენტი იმყოფება ინფექციურ საავადმყოფოში. მომართვიანობა გაიზარდა იმის გამო, რომ გაიზარდა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. ყველა, ვინც დადასტურებულ შემთხვევებთან იყო კონტაქტში, საჭიროდ მიიჩნევს, რომ თავი შეიმოწმოს. ახლა შემატყობინეს, რომ დადასტურდა კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც იყო ჩვენს კლინიკაში შემოსული და არ იყო მისი გამოკვლევის შედეგი ცნობილი. ამჟამად ჩვენთან მთლიანობაში იმყოფება 12 დადასტურებული შემთხვევა. ამ 12-დან სამი არის პიროვნება, რომელიც კონტაქტში იმყოფებოდა იმ პირთან, ვინც იტალიაში დაინფიცირდა. რაც შეეხება ნიკა გამყრელიძეს, ის ამ სამიდან ერთ-ერთია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები