LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით დაინფიცირებული ნურსულთან ნაზარბაევი თვითიზოლაციაშია

73
ნურსულთან

ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება.

„შეშფოთების მიზეზი არ არსებობს. სამწუხაროდ, კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო, მაგრამ დისტანციურად მუშაობას აგრძელებს“, – წერს „ტვიტერზე“ ამჟამინდელი პრეზიდენტის პრესსპიკერი აიდოს უკიბაი. 

ბოლო მონაცემებით, ყაზახეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 15 ათასს გადააჭარბა, მათგან დააახლოებთ 10 ათასი გამოჯანმრთელდა, 100 კი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები