ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისათვის ქვეყანაში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 273-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 075 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 709 ადამიანი დაინფიცირდა
ამავე გვერდის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 324 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 209 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 346-ს შეადგენს