LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსმა კიდევ ერთი სილამაზით, სიხარულით და მომავლის იმედებით სავსე სიცოცხლე შეიწირა – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

211
BeFunky-collage (33)

კორონავირუსით სოხუმის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოხუმის უნივერსიტეტი ავრცელებს.

„კოვიდ-19 საბედისწერო აღმოჩნდა ჩვენი უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტ სოფიკო კვარაცხელიასთვის.
დაუნდობელმა უხილავმა მტერმა შეიწირა მისი სილამაზით, სიხარულით და მომავლის იმედებით სავსე სიცოცხლე!

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები თანაუგრძნობენ სოფიკო კვარაცხელიას ოჯახს.

უფალს ებარებოდეს მისი სათნო და კეთილი სული“! – აღნიშნულია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში 15 დეკემბრის მონაცემებით, კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 3 278 ადამიანი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები