LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმი ემსხვერპლა

265
BeFunky-collage (11)

63 წლის ქირურგი, ნუგზარ სამხარაძე კლინიკა “რუსთავში” მუშაობდა. მედიკოსს ვირუსი გეგმიური ტესტირების შედეგად დაუდასტურდა, ის კლინიკაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა მისი მდგომარეობა დამძიმდა და კოლეგებმა ექიმის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

კორონავირუსით კიდევ 46 პაციენტი გარდაიცვალა

“6 რიცხვიდან გადიოდა მკურნალობას. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე და სამწუხაროდ, ასეთი შედეგი დადგა”- ამბობს ექიმი მარინა გურგენიძე “რუსთავი 2” -თან სატელეფონო ინტერვიუში.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი. მთავრობის ოფიციალური მონაცემების თანახმად, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3 942 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის 2 720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა: ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ თბილისი ლიდერობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები