LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის 2 720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა: ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ თბილისი ლიდერობს

101
BeFunky-collage (6)

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 2 720-ით გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 3942 ადამიანი.

კორონავირუსით კიდევ 46 პაციენტი გარდაიცვალა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 449 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 628 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 6 821 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 720 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 240 შემთხვევა, აჭარა – 219, იმერეთი – 362

  • ქვემო ქართლი – 231,
  • შიდა ქართლი – 156,
  • გურია – 40,
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი – 203,
  • კახეთი – 142,
  • მცხეთა-მთიანეთი – 84,
  • სამცხე-ჯავახეთი – 43,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 727, საიდანაც, 6 869 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 956, აჭარაში – 881, იმერეთში – 1 409. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 074 პირი, მათ შორის, თბილისში – 500, აჭარაში – 149, იმერეთში – 215. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 439 პირი, მათგან თბილისში – 220, აჭარაში – 51, იმერეთში – 55. 3 077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 080 – თბილისში, 1 386 – აჭარაში, 297- იმერეთში. 19 781 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 010 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 314, აჭარაში -156, ხოლო იმერეთში – 17.

სულ 6 ოქტომბრიდან – 12 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 20 327 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 777 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 769 პირი, აჭარაში – 9 190, იმერეთში – 6 167.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g