LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსთან დაკავშირებით ამირან გამყრელიძე ახალ მიმართვას ავრცელებს (ვიდეო)

3481
gsvc

კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებებსა და რეკომენდაციებზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი სპეციალურ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

ამირან გამყრელიძის თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, ინფექცია საქართველოში არ დაფიქსირებულა და საქართველოს სახელმწიფო სრულ მზადყოფნაშია, რათა პრევენცია გაუწიოს ინფექციის შემოტანას ქვეყანაში.

კორონავირუსის დიაგნოსტირება უკვე საქართველოშიც შესაძლებელია

ამასთან, ამირან გამრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს ისარგებლონ ძირითადად იმ ინფორმაციებით, რომლებიც ვრცელდება ოფიციალურ წყაროებში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი საქართველოს დიდი ქალაქების მერებს მიმართავს, საზოგადოებრივ ტრანსპორტებში რეკომენდაციები განათავსონ.

„საქალაქო ტრანსპორტებში და თბილისის მეტროში, თუ საშუალება არის, განვათავსოთ ის რეკომენდაციები და მთავარი გზავნილები, რასაც საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუციები და საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტრო, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ხშირად აქვეყნებენ. ყველა ეს ინფორმაცია დევს ჩვენს ვებგვერდზე და შეიძლება მათი აღება ან თუ დაგჭირდათ კონსულტაციები, ჩვენი ცენტრი მზად არის, თქვენთვის მოვამზადოთ შესაბამისი ტექსტები, რომლეიბიც განთავსდება ყველაზე დიდ თავშეყრის ადგილებში, რათა მოსახლეობისთვის მგზავრობის დროს ხელმისაწვდომი იყოს და ადვილად გაეცნონ ამ რეკომენდაციებსა და ინფორმაციებს“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჩინეთიდან საქართველოს სამი მოქალაქე დაბრუნდა

მათ თბილისის საერთაშორისო სპეციალური შემოწმება უტარდებათ.

ამასთან, მან  სამედიცინო პერსონალს მიმართა, განსაკუთრებული ყურადღებით იყვნენ ინფექციის კონტროლის პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით.

„საჭიროა, ყველა სამედიცინო დაწესებულებაში იყოს შესაბამისი დეზინფექტორები, ხელის დასაბანი საშუალებები“ ,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე მიმართავს სავაჭრო ცენტრებსაც:

„აუცილებელია დიდი თავშეყრის ადგილებში იდგეს სადეზინფექციო საშუალებები. მხედველობაში მაქვს დიდი სავაჭრო მოლები და ვფიქრობ, მათი ხელმძღვანელობისთვის არ უნდა იყოს დიდი ფინანსური ტვირთი, რომ ამ პერიოდში, როდესაც არის რესპირატორული ინფექციების გავრცელების ალბათობა და რისკი, მათ შესაბამისი სადეზინფექციო მოწყობილობებით უზრუნველყონ თავიანთი დაწესებულებები“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რა არის კორონავირუსი, საიდან ჩნდება და არის თუ არა საშიშროება, რომ საქართველოშიც გავრცელდეს

ასევე, ამირან გამყრელიძე მიმართავს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

„ გთხოვთ, ყველა სკოლაში, ყველა ბაგა-ბაღში, ყველა უმაღლეს სასწავლებელში იყოს შესაბამისი ადეკვატური სადეზინფექციო და ხელის დასაბანი საშუალებები. ბავშვს, განსაკუთრებით პატარას, მხედველობაში მაქვს ბაგა-ბაღში ან სკოლაში მყოფი უმცროსკლასელები, მათ მეტი ინფორმაციის მოწოდება სჭირდებათ, რომ ტუალეტის ყოველი სარგებლობის შემდეგ დაიბანონ ხელები და ხშირად მიმართონ ხელების ჰიგიენურ დამუშავებას, დაიცვან ჰიგიენური წესები, დაიბანონ ხელები ან დაიმუშავონ სადეზინფექციო საშუალებებით“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

https://www.facebook.com/ncdcgeorgia/videos/208826926913217/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები