LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსზე ტესტირება კიდევ უფრო ინტენსიურად ჩატარდება…საქართველო „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“ და „მოდერნას“ ვაქცინის გამოყენებას განიხილავს: გაბუნია

214
FORTUNA.GE- (4)

“იგეგმება მიმდინარე ტესტირების პროგრამების კიდევ უფრო გაინტენსიურება. ეს მოგვცემის იმის საშუალებას, რომ დავინახოთ  გავრცელების რეალური მაჩვენებელი, რომელიც ცალსახად მიუთითებს სტაბილიზაციაზე, თუმცა მაინც საყურადღებოა ჩვენი ტიპის და ზომის ქვეყნისთვის.” – ამ განცხადებით საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიურ მდგომარეობაზე, სტაციონარში არსებულ თავისუფალ ადგილებსა და ვაქცინაციაზე გაამახვილა ყურადღება.

თამარ გაბუნიას თქმით, ვირუსის შემთხვევების დღევანდელი მაჩვენებელი შედარებით დაბალი იყო, რაც შაბათ-კვირის ეფექტია, რადგან დაახლოებით, 8 000 ტესტი გაკეთდა. მისივე განმარტებით, უფრო სანდოა მაჩვენებელი, რომელიც გასული კვირის განმავლობაში, 1 500-დან 2000-ის ფარგლებში მერყეობდა.

გაბუნიამ ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ ეტაპზე 2 905 ადგილია თავისუფალი.

“ჰოსპიტალურ სექტორში ამჟამად, 3 939 კოვიდდადასტურებული პაციენტია. 164 პაციენტი იმყოფება ტრიაჟის პროცესში, მათ შორის, 842 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ეს მაჩვენებელიც სტაბილურად მცირდება, რაც ასევე მიუთითებს რეალურად შემთხვევების კლებას, რადგან რაც მეტია შემთხვევა, მით უფრო მეტია ის პროცენტი, ვინც ხვდება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

250 პაციენტი იმყოფება რეანიმაციაში. ეს მაჩვენებელიც ბოლო 1 კვირის განმავლობაში სტაბილურად შემცირდა. თავისუფალი ამ დროისთვის არის 2905 საწოლი. ეს საწოლები ნარჩუნება მობილიზაციის მდგომარეობაში, ვიდრე ჩვენ არ გვექნება გარანტია იმისა, რომ შემთხვევების კლება სტაბილურია.” – აღნიშნა მან.

თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, საქართველო ამ ეტაპზე სამ ვაქცინას განიხილავს:

იმნაძე: ცოტა კიდევ გავუძლოთ. ამასობაში წამოგვეწევა ვაქცინა, სითბო...იმ ვაქცინას შემოვიტანთ, რომელიც ყველაზე ადრე იქნება ხელმისაწვდომი

"ტესტირება გვაჩვენებს, რომ სტაბილიზაციისკენ მივდივართ. მთავარია, ეს შევინარჩუნოთ, რათა გახსნის შემდეგ, მაქსიმალურად დაბალი იყოს ყოველდღიური ავადობა და მესამე ტალღას გავეპაროთ" - იმნაძე.

“საქართველო ვაქცინაციის პროგრამისთვის ამ ეტაპზე განიხილავს მხოლოდ იმ ვაქცინებს, რომლებსაც აქვთ ან მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაცია, ან ჯანმოს პრეკვალიფიცირებული ვაქცინა შეიძლება იყოს ის ვაქცინა, რომელსაც საქართველო განიხილავს გამოყენებისთვის.

ამ ეტაპზე რასაც განვიხილავთ არის “ფაიზერის” ვაქცინა, “ასტრაზენეკა” და “მოდერნა”, რომელიც ასევე არის ის კანდიდატი ვაქცინა, რომელიც შეიძლება ქვეყანამ გამოიყენოს.” – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში მუშაობს ვაქცინაციის სამთავრობო კომიტეტი, რომელიც ამ კვირაში დაასრულებს ვაქცინის დანერგვის გეგმაზე მუშაობას:

“ვაქცინის დანერგვის გეგმა განსაზღვრავს, რომელი ვაქცინა, რა რაოდენობით, რომელ ჯგუფებში უნდა გაკეთდეს. როგორი იქნება საინფორმაციო სისტემა, ტრენინგი ვის უნდა ჩაუტარდება, გვერდითი მოვლენების მონიტორინგი როგორ უნდა მოხდეს. ეს ყველაფერი არის ძალიან დეტალურად გაწერილი და უკვე არის დაწყებული მუშაობა ამ მიმართულებით, რომ დავუშვათ, მოხდეს ისე, რომ უკვე თებერვალში გვქონდეს ვაქცინის მიღების შესაძლებლობა. ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ვაქცინაცია დავიწყოთ და ჩვენ რეალურად ტექნიკურად მზად ვართ, მივიღოთ სამივე დღეს ცნობილი ვაქცინა, რომელსაც აქვს აღიარება მიღებული.

მუშაობა მიმდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გავყვეთ პრიორიტეტულ ჯგუფებს. სამედიცინო პერსონალი არის პირველი პრიორიტეტული ჯგუფი და შემდეგ უკვე ასაკების მიხედვით, თუმცა სხვა ქვეყნების გამოცდილება მიუთითებს იმას, რომ არის გარკვეული მოქნილობის შესაძლებლობა, გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება კონკრეტულ ჯგუფში ყველას არ ჰქონდეს მაღალი ნდობა და პირველ ეტაპზე თავი შეიკავოს ვაქცინაციისგან, ამ შემთხვევაში არის იმის საშუალება, რომ მეორე ჯგუფიდან შესთავაზონ უფრო ადრე იმ ადამიანს ვაქცინაცია, რომელსაც შეიძლება ცოტა მეტი მოცდა დასჭირვებოდა.” – აღნიშნა გაბუნიამ.

შეზღუდვები 1-ელ თებერვლამდე შენარჩუნდება – მანამდე არც ტრანსპორტი და არც სავაჭრო ობიექტები არ გაიხსნება

მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება სერიოზულად გაუმჯობესდა, მაინც მოითხოვს ღრმა ანალიზს – ამირან გამყრელიძე

mazda magti 5g