LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდ 19-ით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები 4%-ით შემცირდა – ჯანმო

73
ჯანმო

ჯანმოს ყოველკვირეული ანგარიშის მიხედვით, გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 5.5 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

რაც იმას ნიშნავს, რომ წინა კვირასთან შედარებით, კორონავირუსით გარდაცვალება 4%-ით ნაკლებია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი -2 738 957 შემთხვევა ინდოეთში დაფიქსირდა.

შემდეგ მოდის ბრაზილია 423 438 შემთხვევით, რაც წინა კვირაში გამოვლენილი შემთხვევების ტოლია, მესამე ადგილზეა შეერთებული შტატები 334 784 ახალი შემთხვევით, წინა კვირასთან შედარებით დაინფიცირების მაჩვენებელი 3 %-ითაა შემცირებული, მეხუთე და მეექვსე ადგილზე კი თურქეთი ( 166 733 ახალი შემთხვევა) და არგენტინაა (140 771 ახალი შემთხვევა).

ამავე ანგარიშის თანახმად, გასული შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსს 90 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g