ექიმი-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რომელიც კოვიც-ვაქცინების ეფეტურობას ეხება.
მონაცემებიდან ირკვევა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ჰოსპიტალიზაციისგან – 18-დან 59-წლამდე ადამიანებს 95%-მდე იცავს, ხოლო 60 წლიდან 94%-მდე.
რეანიმაციისგან – 18-დან 59-წლამდე ადამიანებს 97%-მდე იცავს, ხოლო 60 წელს ზევით ადამიანებს 95-მდე.
რაც შეეხება გარდაცვალებას, გარდაცვალებისგან დაცვა – 18-დან 59-წლამდე ასაკის ადამიანებში 100%-მდეა, ხოლო 60 წელს ზევით ადამიანებისათვის 91%-მდე.
„კოვიდ-ვაქცინების ეფექტურობა:
ჰოსპიტალიზაციისგან დაცვა:
– 18-დან 59 წ-მდე: 95%-მდე
– >60წ. 94%-მდე
რეანიმაციისგან დაცვა:
– 18-დან 59 წ-მდე: 97%-მდე
– >60წ. 95%-მდე
გარდაცვალებისგან დაცვა:
– 18-დან 59 წ-მდე: 100%-მდე
– >60წ. 91%-მდე“, – წერს ჟამურაშვილი.