დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხემლძღვანელი ვაქცინაციასთან დაკავშირებულ QR კოდზე საუბრობს და ამბობს, რომ ის კარგად იკითხება.
ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე საქართველო QR კოდით ევროკავშირის სივრცესთან მიერთებული არ არის, თუმცა შესაბამისი სტრუქტურები ამისთვის მუშაობენ:
“QR კოდი იკითხება მშვენივრად. ერთადერთი, QR კოდით ჩვენ არ ვართ მიერთებული ევროკავშირის სივრცესთან. ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, შესაბამისი სტრუქტურები მუშაოებენ და საქართველო თანდათან უნდა მიუერთდეს ამ სივრცეს.
ხოლო QR კოდს თუ დაანათებთ, იქიდან ამოიკითხავთ, რომ აცრილი ხართ ამა და ამ დოზით”, – თქვა გამყრელიძემ.