LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდგადატანილმაც უნდა დაიცვას დისტანცია და ატაროს ნიღაბი – ზახაშვილი

244
ხატუნა

კორონავირუსით შესაძლოა ადამიანი ხელმეორედ დაინფიცირდეს. მსოფლიოს ექიმებს არ აქვთ ცალსახად ერთ პასუხი, რამდენ ხანში შეიძლება დაინფიცირდეს ადამიანი ხელმეორედ.

კოვიდგადატანილმა ადამიანმა უნდა დაიცვას დისტანცია და ატაროს ნიღაბი, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი.

„კოვიდგადატანილმა ადამიანმა უნდა დაიცვას დისტანცია და ატაროს ნიღაბი, ვინაიდან არ არის გამორიცხული, ხელმეორედ ინფიცირება მოხდეს და ამ დაავადების კიდევ ერთხელ გადატანა. ამის რამდენიმე მაგალითი არსებობს მსოფლიოში. შესაძლებელია და ყველას გვაქვს შანსი, ცხოვრებაში რამდენჯერმე შევხვდეთ გარკვეულ ცვლილებება განცდილ ვირუსს, რაც გამოიწვევს ხელმეორედ დაავადებას“, – განაცხადა ხათუნა ხაზაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g