LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდინფექცია პარტიული ნიშნით არავის არჩევს, თანაბრად ხვდება ყველას – თუ საშიშია არჩევნების ჩატარება, რა თქმა უნდა, უნდა გადაიდოს: ლევან იოსელიანი

107
ioseliani

სახალხო დამცველის განცხადებას არჩევნების გადადების მიზანშეწონილობის თაობაზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, “მოქალაქეების” დეპუტატი ლევან იოსელიანი გამოეხმაურა.

როგორც ის განმარტავს, იმ შემთხვევაში თუ ცუდი ეპიდემიოლოგიური ვითარება მოქალაქეებს არ მისცემს საშუალებას არჩევნებზე მოვიდნენ და საკუთარი ნება გამოხატონ, არჩევნები უნდა გადაიდოს.

იოსელიანი ფიქრობს, რომ ამ საკითხზე დისკუსია საჭიროა და თუ ეპიდემიოლოგები რეკომენდაციას გასცემენ გადადებაზე, მისთვის ეს მისაღები იქნება.

“რა თქმა უნდა, დისკუსია ყველა საკითხზე უნდა იყოს და მითუმეტეს, ისეთ საკითხზე, რაც ჯანმრთელობას და კოვიდს ეხება, ამიტომ დისკუსია აუცილებელია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, სპეციალისტებმა მიიღონ გადაწყვეტილება ამაზე, რამდენად აუცილებელია გადადება, თუ შესაძლებელია ჩატარება, რადგან

კოვიდინფექცია პარტიული ნიშნით არ არჩევს არავის, ის თანაბრად ხვდება ყველას, მიუხედავად იმისა, ვისი მომხრეა.

ამიტომ აუცილებელია ამ საქმის სპეციალისტებმა გასცენ ამაზე რეკომენდაცია. კოვიდი ემართება ყველას, „ქართული ოცნების“ მომხრესაც, „ნაციონალური მოძრაობისაც“ და ჩვენს მომხრესაც, ადამიანებს თანაბრად ეშინიათ და ან ვერ მივლენ არჩევნებზე ან მივლენ, ამიტომ გადაწყვეტილება ამაზე უნდა მიიღონ სპეციალისტებმა, შეაფასონ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში და იმის მიხედვით გასცენ რეკომენდაცია, თუ იქნება რეკომენდაცია, რომ საშიშია არჩევნების ჩატარება ადამიანების ჯანმრთელობისთვის, რა თქმა უნდა, უნდა გადაიდოს. თუ დავინახავთ, რომ ამ პირობებში შესაძლებელია, მაშინ უნდა ჩატარდეს,“- განაცხადა იოსელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g