LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდინფიცირებული ექიმის მიმართვა მოქალაქეებს: “მინდა ყველას მოვუწოდო, რომ შეძლონ მეტი სიყვარულის გამოხატვა. ექიმები არ კლავენ…”

112
BeFunky-collage (6)

ექიმი, რეანიმატოლოგი მანუ ფიფია, რომელსაც კოვიდთან ბრძოლის თავდაუზოგავ ეტაპზე კორონავირუსი დაუდასტურდა, საზოგადოებას სთხოვს ექიმების მიმართ არ იყვნენ კრიტიკულები, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მისივე თქმით, მედიკოსები ნამდვილ ომში არიან.

“არ გამოვირჩევი პოსტების გამოქვეყნებით,მაგრამ დღეს გამიჩნდა სურვილი,რომ ჩემი ემოცია გამომეხატა.

მე ვარ კოვიდ კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის დღის ექიმი რეანიმატოლოგი, რომელიც დღემდე თავდაუზოგავად ვშრომობდი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

ვიცოდი,რომ თითოეულ პაციენტთან ურთიერთობა ჩემთვის საფრთხეს წარმოადგენდა,თუმცა საკუთარი ჯანმრთელობა არც ერთი წამით წინ არ დამიყენებია.

ბევრი პაციენტის ბედნიერი თვალები დავინახე. ბევრი ვერ გადავარჩინეთ. ბევრი დახმარებას მთხოვდა და ვერ დავეხმარე.

მინდოდა კიდევ დიდხანს ვყოფილიყავი უარყოფითი, რომ ჩემს გუნდს დავხმარებოდი და მათ გვერდით მყარად ვმდგარიყავი, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს მეც გავწითლდი.

დავტოვე ჩემი ყველაზე საყვარელი პაციენტები. ჩემს გუნდს და მთელს ქვეყანას მინდა ვუსურვო გამძლეობა და უფლის წყალობა.

ძალიან მტკივა გული, როდესაც ვაწყდები ექიმების და ზოგადად მედ პერსონალის სალანძღავ პოსტებს. მინდა ყველას ვუთხრა,რომ ექიმები არ კლავენ. ისინი არიან ნამდვილ ომში. იმედია უხილავ მტერს მალე დავამარცხებთ. მინდა ყველას მოვუწოდო,რომ შეძლონ მეტი სიყვარულის გამოხატვა. ერთმანეთის გვერდში დგომა და გამხნევება გვჭირდება. მე მჯერა ქართველი ექიმების” – წერს ექიმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g