LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს

197
გაიოზ ჩარკვიანი

2021 წლის 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდ 19-ზე მკურნალობის შემდეგ გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა, გაიოზ ჩარკვიანი რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს, ლევან გოფოძეს დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს.

20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს პატიმრობა მიესაჯა

ამის შესახებ გაიოზ ჩარკვიანმა ადვოკატებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და თქვა, რომ გოფოძემ ყალბი ინფორმაცია მომაწოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაწერა არ ხორციელდებოდა.

გაიოზ ჩარკვიანის თქმით, კლინიკის წარმომადგენლებმა მტკიცებულებები მიზანმიმართულად გაანადგურეს.

„საბრალდებო სკამზე სხვებიც უნდა ისხდნენ“ – გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა

„2021 წლის 16 სექტემბერს, განცხადებით მივმართე რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციას, სადაც ვითხოვდი ვიდეო ჩანაწერების ასლი მოეცათ, სადაც დაფიქსირებული იქნებოდა ვახტანგ ჩარკვიანის სამედიცინო დაწესებულებაში შემოყვანის, მისი განთავსების და გადაადგილების ამსახველი ჩანაწერები, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ყოფნის დროს მასზე გაკეთებული ყველა ჩანაწერი და მართვის აპარატზე შეერთებისა და მართვის აპარატზე ყოფნის ამსახველი სრული ჩანაწერი, რა თქმა უნდა, სხვა პაციენტების სახის დაფარვით.

2021 წლის 29 სექტემბერს აღნიშნული კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან გოფოძის მიერ ჩვენს განცხადებაზე გაცემულ იქნა წერილობითი პასუხი, რომ აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით მოკლებული არიან შესაძლებლობას გადმოგვცენ ჩვენს მიერ მოთხოვნილი ვიდეო ჩანაწერები, იქიდან გამომდინარე, რომ შპს აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკის ტერიტორიაზე არსებული ვიდეო კამერები გამოსულია მწყობრიდან და შესაბამისად არ ხდება ვიდეო ჩანაწერების განხორციელება.

აღნიშნული საეჭვო პასუხის შემდეგ ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე ვაკე-საბურთალოს პოლიციამ გამოძიება დაიწყო, მათ მიერ მიერ ამოღებული იქნა შპს აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკის ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეო ჩამწერი მოწყობილობები და დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა შემდეგი საკითხების გადასაწყვეტად, მიმდინარეობდა თუ არა ვიდეოჩანაწერების განხორციელება 2021 წლის 11 აგვისტოდან 2021 წლის 10 სექტემბრამდე დროის მონაკვეთში და ხომ არ არის წაშლილი გარე ფაქტორებით მექანიკური ზემოქმედების შედეგად.

2024 წლის 4 ივნისს გაცემული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ირკვევა რომ ვიდეო ჩამწერი მოწყობილობის მეხსიერებაში დაფიქსირებული ე.წ. LOG-ების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მოწყობილობაში მოთავსებული ორივე მყარი დისკის ფორმატირება (ინფორმაციის წაშლა) განხორციელდა 2021 წლის 23 სექტემბრის 11:12:42 და 11:13:18 საათებზე.

„მორფინის“ ისეთი დოზა გაუკეთეს, ვერავინ გადარჩებოდა“ – კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ოჯახი კლინიკის უფროსი მედდის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

აღნიშნული დასკვნიდან გამომდინარე ცალსახაა შპს აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკის მაშინდელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ლევან გოფოძის მიერ გაცემული წერილობითი პასუხის სიყალბე, ვინაიდან სწორედ ჩვენი განცხადების შემდგომ განხორციელდა აღნიშნული ჩანაწერების წაშლა, ხოლო აღნიშნული ჩანაწერების წაშლის შემდეგ იქნა გაცემული პასუხი, რომ თითქოს და კლინიკის ტერიტორიაზე არსებული ვიდეო კამერები გამოსულია მწყობრიდან და არ ხდება ვიდეო ჩანაწერების განხორციელება. აღნიშნული კი წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას, ( მტკიცებულებათა განადგურება). აღნიშნულზე, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის დასკვნა თითქმის მიღებულია, ორი თვეა, გამოძიება ჯერაც არ დაწყებულა. გოფოძის პასუხისმგებლობის საკითხი დოკუმენტების გაყალბებაში იკვეთება, რადგან ყალბი ინფორმაცია მომაწოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაწერა არ ხორციელდებოდა. გამოკვეთილი დანაშაულია, კლინიკის წარმომადგენლებმა მიზანმიმართულად გაანადგურეს მტკიცებულებები”, – განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.

20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის ადვოკატი: „ჟანგბადი მთელი ძალით მიდიოდა, ბავშვი კი ნარკოტიკებით ჰყავდათ გათიშული…“

ცნობისათვის, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გარდაიცვალა. მას კლინიკაში შეყვანის დროს კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა, მისი ოჯახის წევრების თქმით, გარდაცვალებამდე ჩარკვიანს კოვიდი დამარცხებული ჰქონდა.

პროკურატურამ ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალდება წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია).

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამა აცხადებს, რომ მისი შვილის სამედიცინო ისტორია გაყალბებულია

ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g