LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდშეზღუდვების კონტროლის გამკაცრებასთან ერთად, შრომის ინსპექციის სამსახური ზედამხედველობას აძლიერებს

95
fortuna.ge (8)

კოვიდშეზღუდვების კონტროლის გამკაცრების საპასუხოდ, შრომის ინსპექციის სამსახური ზედამხედველობას აძლიერებს.

შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, ინსპექტორთა ჯგუფები დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვა ზედამხედველ უწყებებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ. ოპერირება ყველა რეგიონულ ცენტრში განხორციელდება.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სექტორული რეკომენდაციების დაცვასთან ერთად, ძირითადი აქცენტი აკრძალული ღონისძიებების ორგანიზებაზე გაკეთდება.

დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება:

?  ფიზიკურ პირს 2 000 ლარიანი, ხოლო იურიდიულ პირს 10 000 ლარის ოდენობის სანქცია დაეკისრება.

?  დარღვევა ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც.

?  კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში, ობიექტი დაილუქება.

როგორც შრომის ინსპექციის სამსახურში აღნიშნავენ, შეზღუდვების კონტროლის გამკაცრების ინიციატივა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს ეკუთვნის. ამ დროისთვის მოქმედი რეგულაციების მიხედვით, აკრძალულია სოციალური და ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებები.

magti 5g