LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდვაქცინის მისაღებად 8 490 პირი დარეგისტრირდა, მათ შორის 6 000 “ფაიზერით” აცრის მსურველია

71
Untitled design (2)

ამ დროის მონაცემებით, სპეციალურ ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების მსურველი 8 490 პირია დარეგისტრირებული.

რეგისტრირებული მოქალაქეებიდან “ფაიზერით” აცრის სურვილს 6 000 ადამიანი გამოთქვამს.

15 მარტიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც საქართველოში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, სულ აცრილია 4 281 პირი.

საქართველოში მოსახლეობის აცრა “ასტრაზენეკას” ვაქცინით 15 მარტს დაიწყო.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იცრებოდნენ, 25 მარტიდან კი ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდა – 65 წელს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ ვაქცინის მისაღებად დარეგისტრირდნენ. 

“ფაიზერის” ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში 24 მარტს ჩამოვიდა.

“ფაიზერით” ვაქცინაცია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, 6 კლინიკაში ჩატარდება. ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყება.

როგორც სამედიცინო პერსონალს, ასევე 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, რეგისტრაციის გავლის დროს,  ვაქცინების გრაფაში “ფაიზერსა” და “ასტრაზენეკას” შორის არჩევანი თავად გააკეთონ.

“რა თქმა უნდა, გარანტირებული ხარისხი გვაქვს” – გაბუნიას თქმით, “ფაიზერის” ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყება

პოპულარულები