LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრამატორსკის ცენტრში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

134
original-photo

რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, შეიცვალოს.

მისივე თქმით, თავდასხმის დროს დაზიანდა 6 შენობა, მათ შორის სასტუმრო და საცხოვრებელი, მრავალსართულიანი სახლი. კრამატორსკის ცენტრში ამ ეტაპპზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები