LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრამერი: საქართველოს მთავრობის მხრიდან აშშ-დან ელჩის გამოხმობა „ჭკვიანური ნაბიჯი“ არ იქნება

142
დევიდ კრამერი

საქართველოს მთავრობის მხრიდან აშშ-დან ელჩის გამოხმობა „ჭკვიანური ნაბიჯი“ არ იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში აცხადებს.

„ელჩის გამოხმობა ვაშინგტონიდან, აუცილებლად გააუარესებს საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის შორის ურთიერთობას. ამასთან, ფაქტია, რომ ქართველი ხალხი ინარჩუნებს პროდასავლურ, პროევროკავშირის და პროამერიკულ მიდგომას, იმის პარალელურად, რომ არიან რუსეთის წინააღმდეგ განწყობილნი, ამიტომ, ეს არ იქნება ჭკვიანური ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან”, – განაცხადა კრამერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g