LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრამონი: „ოცნების“ კამპანია EU-ს წინააღმდეგ სასტიკად ჩავარდა – ქართველების თითქმის 90% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა! 

129
ვიოლა ფონ კრამონი

„კარგი ამბავი საქართველოდან! „ქართული ოცნების“ და მისი სატელიტების კამპანია ევროკავშირის წინააღმდეგ სასტიკად ჩავარდა“, – წერს „ტვიტერზე“ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი და საქართველოში „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმაურება:

IRI: მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

„ქართველების თითქმის 90% ახლა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა! ყველა დროის ყველაზე მაღალი შედეგია! ქართველმა ხალხმა მშვენივრად იცის ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ არა!“.– წერს ვიოლა ფონ კრამონი.

IRI-ის კვლევა: შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ 19%, ენმ 14%, გახარიას პარტია 3%

 

magti 5g