20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას სახელწოდებით “შინ ევროპისკენ”, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმიანება.
კრამონი სოციალურ ქსელში gგავრცელებულ ვიდეოში აღნიშნავს, რომ “საქართველო ევროპაა და ქართველ ხალხს აქვს ძალა, თავისი ქვეყნის ბედი განსაზღვროს”:
“საქართველო ევროპაა, რადგან ხალხი ასე ამბობს! ეს არის ქვეყანა ევროპული გულით, ევროპული ღირებულებებით, ევროპული მომავლით.
არც ერთ პოლიტიკურ პარტიას ან გარე ქვეყანას არ შეუძლია ამის შეცვლა. ევროკავშირის კარები ფართოდ ღიაა თქვენთვის. თქვენ, ხალხს გაქვთ ძალა, რომ განსაზღვროთ თქვენი ქვეყნის ბედი”, – აღნიშნულია ევროპარლამენტარის “ტვიტში”.
?? #Georgia is #Europe because its people say so! It is a nation with European heart, European values, European future. No political party or external country can change that.
Doors of the #EU are wide open for you. You the people have power to determine the fate of your country. pic.twitter.com/rXhOa8IHX1— Viola von Cramon (@ViolavonCramon) June 21, 2022