კრემლის დოკუმენტების მიხედვით, ვლადიმირ პუტინმა თითქმის 100,000 უკრაინელი ლტოლვილი მათი სახლიდან ათასობით მილის მოშორებით გაგზავნა, რათა გადასახლდნენ რუსეთის შორეულ კუთხეებში, მათ შორის, ციმბირსა და არქტიკულ წრეში.
„მოსკოვმა გასულ თვეში, მიიღო საგანგებო ბრძანება რუსეთის ფედერაციის, უკრაინის, დონეცკისა და ლუგანსკის 95,739 ადამიანის საომარი ზონებიდან გაყვანაზე, რათა განსახლებულიყვნენ თავიანთი სახლებიდან 5,500 მილის მოშორებით“, – ნათქვამია კრემლის განკარგულებაში.
ეს ხდება რამდენიმე ცნობის ფონზე, როცა რუსულმა ძალებმა, სავარაუდოდ, იძულებით, ტყვედ აიყვანეს ან დაკითხეს ხალხი უკრაინის ქალაქებში, 24 თებერვალს პუტინის ქვეყანაში შეჭრის შემდეგ.
განკარგულებაში ასევე ნათქვამია, რომ „უკრაინაში არსებული ვითარების გათვალისწინებით“, რუსეთის ფედერაცია „ამტკიცებს მოქალაქეების განაწილებას“ „რუსეთის ფედერაციის შემადგენელ სუბიექტებზე“ და სთხოვს ხელისუფლებას „უზრუნველვყოთ 95,739 ადამიანის მიღება“.
დოკუმენტი მოიცავს დებულებებს ციმბირში 11,398 ადამიანის, შორეულ აღმოსავლეთში 7,218 და ჩრდილოეთ კავკასიაში 7,023 ადამიანის გაგზავნის შესახებ, მათ შორის სხვა რეგიონებში, როგორიცაა ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მძიმედ მილიტარიზებულ რესპუბლიკებში.
ცალკე დოკუმენტებზე დაყრდნობით, მოხსენება დასძენს, რომ საპორტო ქალაქ მარიუპოლში ხალხს სთხოვდნენ ხელი მოეწერათ დოკუმენტებზე, რომლებშიც ამტკიცებდა, რომ უკრაინულმა ჯარებმა მათი ქალაქი დაბომბეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხელმომწერებს უთხრეს, რომ ისინი ვერ დაბრუნდებიან უკრაინაში, რადგან მათ „დევნა“ დაემუქრებათ.
ამავდროულად, რვა მილის სიგრძის რუსული ჯარების კოლონა, რომელიც ჩანს სატელიტურ სურათებში, უკრაინის დონბასის რეგიონისკენ მიემართება, უახლესი მტკიცებულებაა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მტკიცებისა, რომ რუსეთი განახლებული თავდასხმებისთვის ემზადება.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.