LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრემლის პროპაგანდისტი მომღერალი, 61 წლის გრიგორი ლეპსი 18 წლის სტუდენტზე ქორწინდება

398
გრიგორი ლეპსი

კრემლის პროპაგანდისტი მომღერალი, ქართული წარმოშობის გრიგორი ლეპსი შეყვარებულია. 61 წლის მუსიკოსის რჩეული 18 წლის მოდელი ავრორაა. მედიაში წერენ, რომ მომღერალსა და მის რჩეულს შორის 43 წელი სხვაობაა, რაც ნამდვილად ბევრ შეკითხვას ბადებს. მით უფრო, გრიგორი ლეპსის მისამართით. ლეპსი 1982-87 წლებში სვეტლანა დუბინსკაიზე იყო დაქორწინებული და ჰყავს უფროსი ქალიშვილი ინგა, მეორე მეუღლეს ლეპსი 2021 წელს გაშორდა და მისგან სამი შვილი ჰყავს.

ლეპსმა ახალგაზრდა რჩეული „მუზ ტივის“ დაჯილდოებაზე ოფიციალურად წარადგინა. ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ახალგაზრდა გოგონა მისი რჩეული, ლესპმა თქვა, რომ გოგონას ეს არ გადაუწყვეტია, მაგრამ სავარაუდოდ, ასეა. ცნობილია, რომ 18 წლის სტუდენტს ავრორა ჰქვია და ლეპსმა ის გოგონას მშობლების დახმარებით გაიცნო. თავად ავრორა სოციალურ ქსელებში აქტიურად აქვეყნებს ფოტოებს და გამომწერებს ლეპსის მიერ ნაჩუქარი ძვირად ღირებული საჩუქრების ფოტოებს უზიარებს.  

ლეპსი, ბილანი, ალეგროვა, კირკოროვი – უკრაინამ რუს არტისტებსა და პროპაგანდისტებს სანქციები დაუწესა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g