LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 11-წლიანი თავისუფლების აღკვეთა სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

122
გიორგი ბაჩიაშვილი

სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი გენერალური დირექტორისთვის გიორგი ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 11-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა.

საქმე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ეხება, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„24 მაისს გამიტაცეს, თვალები ამიხვიეს, 2 დღე თვალებახვეული მატარეს და ჩამტენეს თვითმფრინავში“ – გიორგი ბაჩიაშვილი

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი ბაჩიაშვილი: „ჩემს წინააღმდეგ საქმე ძველი, მხედრიონული, 90-იანების მეთოდებით მიმდინარეობს, თავისი ციხეში წამებით“

„ამ ვი­თა­რე­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბი 2 წე­ლია. ეს გა­მო­იწ­ვია ჩემ­სა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს შო­რის აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბამ, „გლო­ბა­ლურ ომის პარ­ტი­ას­თან“ და­კავ­ში­რე­ბულ რი­ტო­რი­კას­თან მი­მარ­თე­ბით.“

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორ ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. თანხის მითვისების ნაწილში, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა

ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა. ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182 -3 „ბ“ და 194 – 3 „გ“ ნაწილებით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ვიდეო: „გიორგი ბაჩიაშვილი ავტომობილის უკანა სავარძელსა და საბარგულს შორის, წინასწარ მოწყობილ სამალავში მოთავსდა“ – შსს ახალ დეტალებს ასაჯაროებს

magti 5g