LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრის ევანსი, დაკოტა ჯონსონი და პედრო პასკალი ახალ რომკომში – Materialists-ის გამოსვლის თარიღი ცნობილია

239
Materialists

სელინ სონგმა მეორე სარეჟისორო პროექტზე მუშაობა დაასრულა. Materialists – ასე ჰქვია რომანტიკულ კომედიას, რომლის გადაღებები გასული წლის აპრილის ბოლოს დაიწყო.

კინოსურათი, რომელშიც მოქმედება ნიუ-იორკში განვითარდება და მატერიალისტური ინტერესების მქონე ქალის შესახებ მოგვითხრობს, A24-ზე 13 ივნისს, ხოლო დიდ ეკრანებზე, 16 აგვისტოდან გამოჩნდება.

მომავალ რომკომში მთავარ როლებს: დაკოტა ჯონსონიკრის ევანსი და პედრო პასკალი ასრულებენ.

ცნობისთვის, შარშანდელ ,,ოსკარებზე”, სელინ სონგმა პირველი ნამუშევრისთვის – Past Lives ორი, მათ შორის ,,საუკეთესო ფილმის” ნომინაცია მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები