LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრის ჯენერის ავარიაში დამნაშავედ უსახლკარო მამაკაცი ცნეს

44

გასულ კვირას, კრის ჯენერი ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევას 60 წლის ჯენერის საყვარელი თეთრი Rolls Royce შეეწირა, თავად ქალბატონმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. კიმ კარდაშიანმა და მისმა დებმა, დედას ახალი ავტომობილი უკვე აჩუქეს, რომელიც არაფრით განსხვავდება ავარიაში დამტვრეული მანქანისგან.

თუმცა სანამ კრისი საჩუქრით ტკბება, ავარიის მეორე მონაწილე ფიქრობს, როგორ გააგრძელოს ცხოვრება. როგორც აღმოჩნდა, ჯეკ უეი, რომელიც შემთხვევის მთავარ დამანაშავედ უკვე დასახელდა, შემოსავლის წყარო სწორედ დამტვრეული მანქანა იყო. სიტუაცია კი უარესდება იმ ფაქტით, რომ ჯეკს ავტომობილი დაზღვეულიც არ ჰყავდა, შესაბამისად თუ კრისი მას სასამართლოში უჩივლებს და კომპენსაციას მოითხოვს, გადახდის პერიოდმა შესაძლოა რამდენიმე წელი გასტანოს.

„რა აზრი აქვს სასამართლო პროცესს? კრისი მოიგებს, იმიტომ, რომ მე არაფერი გამაჩნია. მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მე უსახლკარო და უმუშევარი ვარ, მე არ მაქვს საკუთარი სიმართლისა და თავის დაცვის საშუალება“, – განაცხადა ჯეკმა TMZ-თან ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები