„იუვენტუსის“ თავდამსხმელის კრიშტიანო რონალდოს უფროსმა ბიჭმა კრიშტიანო-უმცროსმა ინსტაგრამ-ექაუნთი შექმნა.
პირველი პუბლიკაცია დაახლოებით 25 თებერვალს, შუაღამით გამოჩნდა. ძალიან მალე, 9 წლის ბავშვმა თითქმის მილიონნახევარი გამომწერი მოაგროვა. ფოლოვერების რიცხვმა კი 510 ათასს გადააჭარბა. უფროსმა რონალდომ მოიწონა ვიდეო და შვილის ექაუნთზე ბმული გააკეთა.
მინი-კრიშმა 5 ექაუნთი გამოიწერა: მამის გარდა, ესენი არიან დედინაცვალი ჯორჯინა როდრიგესი, ბებია მარია დოლორეში, „იუვენტუსი“ და ოჯახის მეგობარი, ყოფილი ფეხბურთელი მიგელ პაიშაუ.
კრიშტიანო-უმცროსი სუროგატი დედის შვილია.
ბიჭს უმცროს ძმები და დები ყავს: ტყუპები ევა და მატეო ასევე სუროგატმა დედამ გააჩინა, ალანა მარტინა კი რონალდოს ჯორჯინამ გაუჩინა.