28 დეკემბერს ჯონ ლეჯენდმა 40 წლის იუბილე აღნიშნა. საინტერესოა, რომ სოციალური ქსელის მოყვარულმა კრისი ტეიგენმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და მეუღლეს დაბადების დღე ემოციურად მიულოცა.
33 წლის მოდელმა ,,ინსტაგრამზე” ფოტოების სერია გამოაქვეყნა, რომელზეც ჯონი და მათი შვილები არიან აღბეჭდილი.
,,40 წლის იუბილეს ვულოცავ ყველაზე შესანიშნავ მამაკაცს. საუკეთესო მამას, მეორე ნახევარს, შეყვარებულს, მეგობარს, რომელსაც ოდესმე წარმოვიდგენდი”, – დაწერა ტეიგენმა.
შეგახსენებთ, რომ ლეჯენდმა და ტეიგენმა ერთმანეთი 2007 წელს სიმღერის Stereo კლიპის გადაღებებზე გაიცნეს. ისინი 2011 წლის დეკემბერში დაინიშნნენ, 2013 წლის სექტემბერში კი დაქორწინდნენ. წყვილი ერთად 2 წლის ქალიშვილს, ლუნა სიმონესა და 6 თვის ვაჟს, მაილს თეოდორს ზრდის.